სიახლეები

გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალები ხელოვნურ ბარიერებს აწყობენ

2019 წლის 15 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც საოკუპაციო ძალები 7 აგვისტოდან მოყოლებული ეგრეთ წოდებულ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესს ახორციელებენ.

სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რათა თავიდან იქნას აცილებული მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დაკარგვა, რაც იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ასევე მოუწოდებს სამართალდამცველ ორგანოებს, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება