სიახლეები

შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მიანმარიდან

17 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი და სამართლებრივი ექსპერტი კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებებზე ქეთი ახობაძე შეხვდნენ სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს მიანმარიდან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიანმარის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისათვის გადაუჭრელ კონფლიქტებზე მუშაობის გამოცდილების გაზიარება და საქართველოს სახალხო დამცველის მანდატისა და ოფისის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მიანმარის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. მიანმარს, რომელიც მრავალეთნიკური ქვეყანაა, მრავალწლიანი სამოქალაქო ომის და კონფლიქტების გამოცდილება აქვს.

17.11.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება