სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქსელ „სინერგიასთან“

2014 წლის 8 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა და დევნილთა არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელმა „სინერგიამ“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმის ხელმოწერის საფუძველი გახდა სახალხო დამცველისა და ქსელ „სინერგიის“ ერთიანი პოზიცია საერთო ძალისხმევით მოახდინონ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის პოლიტიკის ადვოკატირება.

თანამშრომლობის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებებისა და თავისუფლების დაცვისათვის, საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით, მდგრადი სამართლებრივი და სოციალური პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გეგმავენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც კონსულტაციებისა და დისკუსიების გზით მოახდენენ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას; ასევე, დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით საინფორმაციო უზრუნველყოფას.

იხილეთ ღონისძიების ვიდეოჩანაწერი

იხილეთ ღონისძიების ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)