სიახლეები

ტაჯიკეთის დელეგაციის სასაწავლო ვიზიტი

2018 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს სასწავლო ვიზიტით ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრები იყვნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების სახელმწიფო დაცვის უფროსის მოადგილე, სამოქალაქო უფლებებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, შინაგან საქმეთა, საზღვრის დაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები.

დელეგაციის წევრები აინტერესებდათ საქართველოში თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის სპეციფიკა, არსებული მიდგომები და მუშაობის თავისებურებები, ასევე ადგილობრივი გამოწვევები და გადაჭრის გზები.

ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციას ინფორმაცია მიაწოდეს სახალხო დამცველის აპარატის თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გაბიანმა და პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება