ანგარიშები

კვლევა საკანონმდებლო ანალიზი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების (გოგონების) უფლებების ჭრილში

გაეროს ერთობლივი პროგრამა „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ „საქართველოს სახალხო დამცველის გაძლიერების პროექტის“ – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ამავე პროექტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა) უფლებების (დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა, საოჯახო ურთიერთობები, შვილად აყვანის პროცედურები) დაცვის კუთხით არსებული საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი.

განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა (გოგონათა) უფლებების (დასაქმება, განათლება, ჯანდაცვა, მეუღლეთა და მშობლის უფლება-მოვალეობები, შვილად აყვანის პროცედურები) დაცვის კუთხით არსებული ნორმატიული აქტების ტექსტების შესწავლა და მათი ანალიზი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)