დეპარტამენტის შესახებ

თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

დეპარტამენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პირველად სტრუქტურულ ერთეულს. დეპარტამენტი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს საქართველოს სახალხო დამცველის სახელით. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს სახალხო დამცველისა და მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით. დეპარტამენტის მიზანია თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის პრევენცია მონიტორინგის და ეფექტიანი რეაგირების მეშვეობით.

დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • თავდაცვის სფეროში არსებული ნაწილების სისტემური მონიტორინგის სახელმძღვანელო დოკუმენტის შემუშავება (ვიზიტის მეთოდოლოგია, შესაფასებელი საკითხები, კითხვარები, სტანდარტული ქცევის წესი);
  • თავდაცვის სფეროში არსებული ნაწილების სისტემური მონიტორინგის გეგმის შედგენა ყოველწლიურად;
  • თავდაცვის სფეროში არსებული ნაწილების სისტემური მონიტორინგი (თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური) გეოგრაფიული შერჩევის გზით;
  • თავდაცვის სფეროში არსებული სისტემური მონიტორინგის ნაწილების შესახებ ანგარიშების მომზადება და შესაბამისი სახელმწიფო უწყებისთვის პრობლემური საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მისი განხილვა და რეკომენდაციების აღსრულების მიდევნება;
  • სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკურ დეპარტამენტთან თანამშრომლობა და სისტემური მონიტორინგის განზოგადებული შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ასახვის მიზნით;
  • სპეციალური ანგარიშის მომზადება საჭიროებისამებრ თავდაცვის სფეროში სისტემური მონიტორინგის შედეგების შესაბამისად;
  • თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით ინდივიდუალური განცხადებების/საჩივრების რაოდენობრივი გაზრდის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • პროაქტიული რეაგირება თავდაცვის სფეროში მომხდარი სავარაუდო უფლებადარღვევის შესახებ და საქმისწარმოების დაწყება შემჭიდროვებულ ვადებში. საჭიროების შემთხვევაში ვიზიტისა და სხვა ღონისძიებების განხორციელება კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნით;
  • თავდაცვის სფეროში მომუშავე პირის მიერ ჩადენილი სავარაუდო უფლებადარღვევის შესახებ ინდივიდუალური განცხადებებისა და საჩივრების განხილვა.
  • თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შემოტანილი ინდივიდუალური განცხადებების/საჩივრების განხილვა;
  • სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკურ დეპარტამენტთან თანამშრომლობა და ინდივიდუალური განცხადებების/საჩივრების (ასევე პროაქტიული გზით შესწავლილი შემთხვევების) შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების განზოგადებული შედეგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშში ასახვის მიზნით;
  • ინდივიდუალური საჩივრების (ასევე პროაქტიული გზით შესწავლილი შემთხვევების) შედეგად იდენტიფიცირებული უფლებების დარღვევების თაობაზე საჭიროების შემთხვევაში დასაბუთებული რეკომენდაციების/წინადადებების მომზადება შესაბამისი უწყების სახელზე;
  • ინდივიდუალური განცხადებების/საჩივრების (ასევე პროაქტიული გზით შესწავლილი შემთხვევების) ან თავდაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის შედეგად იდენტიფიცირებული პრობლემების მიწოდება სახალხო დამცველის აპარატის სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოსთვის, თუ აღნიშნული მოითხოვს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას;
  • თავდაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ანალიზის მეთოდოლოგიის შემუშავება;
  • თავდაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის პერიოდული ანალიზი;
  • თავდაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგის დაგეგმვა;
  • თავდაცვის სფეროში არსებული საერთაშორისო აქტების შესრულების მონიტორინგის განხორციელება მინიმუმ წელიწადში ერთხელ წინასწარ დადგენილი მეთოდოლოგიის საფუძველზე;
  • სპეციალური ანგარიშის მომზადება საჭიროებისამებრ თავდაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ან/და საერთაშორისო აქტების შესრულების ანალიზის/მონიტორინგის შედეგად;
  • წლის განმავლობაში სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, იმ საკითხების გარშემო, რომელიც დაკავშირებულია დეპარტამენტის საქმიანობასთან;
  • სხვა ფუნქციების განხორციელება, რომლებიც თავისთავად გამომდინარეობს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკიდან.
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება