სიახლეები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისთვის სამართლებრივ წერაზე

2023 წლის 10-11 ოქტომბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა „სამართლებრივი წერის“ საკითხებზე ტრენინგი გაიარეს. ტრენინგს მოწვეული ექსპერტი თამარ თომაშვილი უძღვებოდა.

ექსპერტმა სამართლებრივი წერის დამკვიდრებული მეთოდები (მაგ. IRAC და CREAC) წარმოადგინა და სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავების პროცესში, მათი გამოყენების მექანიზმებზე ისაუბრა.

ტრენინგზე სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა თემატურ ჯგუფებში, ექსპერტის რეკომენდაციებისა და კომენტარების მიხედვით განიხილეს წლიური და სპეციალური ანგარიშების, საკონსტიტუციო სარჩელების, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებებისა თუ რეკომენდაციების წერის ტექნიკა.

ღონისძიება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)