სიახლეები

შეხვედრა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანთან

2023 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველიო ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს მეთიუ მორის შეხვდა.

შეხვედრაზე პროექტის - „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ მიერ გაწეულ საქმიანობაზე, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ეთნიკური უმცირესობების მიერ თვითმმართველობების საქმიანობაში ჩართვის საკითხებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გააცნო, ისაუბრა კირბალის მკვიდრ თამაზ გინტურისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების მკვლელობისა და უკანონო დაპატიმრებების ფაქტებზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო სამონიტორინგო ორგანიზაციების აქტიურობის მნიშვნელობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)