ახალი ამბები

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. დროშა, გერბი და ჰიმნი ერთიანად წარმოადგენს საქართველოს სახელწიფოებრიობის სიმბოლოს. ამ დღეს კიდევ უფრო ფასეული ჩანს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი სწრაფვა კეთილდღეობისკენ, დემოკრატიული მმართველობისკენ.

ვისურვებდი, არასდროს შევჩერებულიყავით და სულ მალე ეს დროშა ერთიანი და ძლიერი საქართველოს სიმბოლო ყოფილიყოს - საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)