ახალი ამბები

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი

საკონკურსო პოზიციის დასახელება: იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი

საკონკურსო პოზიციის რაოდენობა: 1

საკონკურსო კომისიის საკონტაქტო ინფორმაცია: მისამართ: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი N80.

ტელ: (+995) 598 84 53 62 (საკონტაქტო პირი: ხატია მელაშვილი)

ზოგადი აღწერა:

,,საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 221 მუხლის პირველი, მე–2 პუნქტების და ,,იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–10 მუხლის მე–2, მე–4 პუნქტების შესაბამისად, იურიდიული დახმარების საბჭოს 2 წევრს ღია კონკურსის წესით არჩევს საქართველოს სახალხო დამცველი. აქედან ერთ-ერთი წევრი შეირჩევა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან.

მიმდინარე კონკურსის გამოცხადება ხდება იმ ერთი წევრის შესარჩევად, რომელიც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებისაგან შეირჩევა.

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრად ღია კონკურსის შედეგად შეიძლება შეირჩეს საზოგადოებრივი აღიარებისა და მაღალი რეპუტაციის მქონე პირი.

ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრი არ შეიძლება ახორციელებდეს საადვოკატო საქმიანობას.

საბჭოს წევრი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარდგენილი და ღია კონკურსის წესით შერჩეული საბჭოს წევრის გამოწვევა დაუშვებელია.

საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

საბჭოს წევრის საქმიანობა არ ანაზღაურდება.

ღია კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით კანდიდატს მოეთხოვება:

  1. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლობა;
  2. უმაღლესი განათლება;
  3. პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის ან პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

  1. განცხადება (საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე);
  2. რეზიუმე (CV);
  3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელ. ასლი;
  4. პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობის ან პედაგოგიური/სამეცნიერო საქმიანობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  5. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაცია, რომლის წარმომადგენელიცაა კანდიდატი ან რომელშიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე hr@ombudsman.ge 2024 წლის 3 მაისის ჩათვლით.

ელექტრონული წერილის სათაურში უნდა მიეთითოს საკონკურსო პოზიციის დასახელება: ,,იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი“.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)