ახალი ამბები

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიული სტაციონარის მონიტორინგის ანგარიში

2023 წლის 23 და 24 სექტემბერს სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა შპს ბათუმის სამედიცინო ცენტრის ფსიქიატრიულ სტაციონარში პრევენციული ვიზიტი განახორციელა. მონიტორინგის მიზანი იყო იმის შეფასება, თუ რამდენად არიან დაცული პაციენტები არასათანადო მოპყრობისაგან, მიუწვდებათ თუ არა მათ ხელი სამართლებრივი დაცვის გარანტიებზე, სამედიცინო მომსახურებასა და სხვა სერვისებზე და რამდენად შეესაბამება მათი განთავსების პირობები საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს. წინამდებარე ანგარიში ეყრდნობა პრევენციული ვიზიტის დროს ადგილზე გარემოს შეფასებას, სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობას, პერსონალთან და პაციენტებთან გასაუბრებას, ასევე, ოფიციალურად გამოთხოვილ ინფორმაციას.

ანგარიშის პირველ თავში მოკლედ მიმოხილულია ის სისტემური პრობლემები, რომლებიც შპს „ბათუმის სამედიცინო ცენტრშიც“ იჩენს თავს. ანგარიშის შემდგომ თავებში კი თემატურად წარმოდგენილია ბათუმის სამედიცინო ცენტრში არსებული მდგომარეობა და დამკვიდრებული პრაქტიკა. აქედან გამომდინარე, შეთავაზებულია დაწესებულებაზე მორგებული რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც არსებითად გააუმჯობესებს სტაციონარში მყოფი პაციენტების უფლებების დაცვის მდგომარეობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)