ახალი ამბები

ინფორმაცია დასაქმებულისა და დამსაქმებლების უფლება-მოვალეობების თაობაზე

არ უნდა გამოცხადდეთ სამუშაო ადგილზე თუ - ბოლო 14 დღის განმავლობაში დატოვეთ ვირუსის გავრცელების ქვეყნები ან მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდით კორონავირუსის მატარებელ პირთან; თუ ხართ 70 წელს გადაცილებული ან გაქვთ ქრონიკული დაავადებები.

დამსაქმებელი კი ვალდებულია არ დაუშვას სამსახურში ის პირები, რომელთაც COVID-19-ის ნიშნები და/ან სიმპტომები აღენიშნებათ, შეიმუშაოს მოქნილი სამუშაო რეჟიმი, უზრუნველყოს თანამშრომელთა ინფორმირება ვირუსის შესახებ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, უზრუნველყოს სამუშაო ადგილებზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, საჭიროებისამებრ აღჭურვოს თანამშრომლები ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. საშუალო რისკის მქონე სამუშაო ადგილებზე, სადაც შესაძლებელია, დაამონტაჟოს ფიზიკური ბარიერები.

საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა რეკომენდაციები, სადაც საუბარია როგორ უნდა მოვიქცეთ დაინფიცირებისა და ინფიცირების ფართოდ გავრცელების თავიდან ასარიდებლად. სახალხო დამცველი ამ რეკომენდაციათა მოკლე აღწერილობას გთავაზობთ, სადაც ძირითადი უფლება მოვალეობებია ხაზგასმული.

თუ აღმოაჩენთ, რომ ირღვევა აღნიშნული რეკომენდაციები, მიმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზზე 1505, დაავადებათა კონტროლის სამსახურს ცხელ ხაზზე 116 001, ან შსს-ს 112. ასევე, თქვენი უფლებების დარღვევების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სახალხო დამცველის აპარატს ცხელ ხაზზე - 1481.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება