ახალი ამბები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველის წლიური ანგარიში მოისმინეს

2018 წლის 19 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2017 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობა შეაფასა, ისაუბრა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ქვეყანაში არსებულ მთავარ ტენდენციებზე; კანონმდებლობასა და პრაქტიკაში გამოვლენილ ნაკლოვანებებზე.

„ყველამ დავინახეთ რომ სახელმწიფოს პასუხი ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რიგ შემთხვევებში ეფექტური არ არის, საზოგადოება კი ძალიან მომთხოვნია. ბოლო პერიოდის კრიზისების საფუძველზე მკაფიოდ გამოჩნდა ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა მართლმსაჯულების, განათლების, სამართალდამცავი უწყებებისა და სხვა მიმართულებით. ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ გლობალური ცვლილებებია. ჩვენ ვაგვარებთ პატარ-პატარა პრობლემებს, ვცვლით ერთეულ საკანონმდებლო ნორმებს, მაგრამ საბოლოო ჯამში დიდი შედეგს ვერ ვაღწევთ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

პირველ საკითხად სახალხო დამცველმა სიცოცხლისუფლება განიხილა. აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია ჩაატაროს ეფექტური გამოძიება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც საზოგადოებაში არსებულ ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

ხორავასქუჩაზემომხდარმკვლელობასთან დაკავშირებითსახალხო დამცველმა არასრულყოფილი მართლმსაჯულების გამომწვევი რამდენიმე ფაქტორი დაასახელა - პროკურატურის არასრულყოფილი რეფორმა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობა და სასამართლო სისტემის ხარვეზები.

ნინო ლომჯარიამ პატიმართა შორის არაფორმალური მმართველობის აღკვეთის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

სახალხო დამცველმა ასევე უმძიმეს საყოფაცხოვრებო პირობებად შეაფასა ფსიქიატრიულდაწესებულებებში არსებული ვითარება და სფეროს განვითარებისთვის ფინანსური რესურსის მობილიზება მოითხოვა. ისაუბრა ადმინისტრაციულსამართალდარღვევათაკოდექსის ცვლილებისმიზანშეწონილობაზე; უშედეგოდ მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე; სამუშაო ადგილებზე დაღუპვის მაღალ მაჩვენებელზე და შრომისუსაფრთხოების მიმართულებითარსებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაზე; ჯანსაღგარემოშიცხოვრებისუფლებისრეალიზაციასთან დაკავშირებულუამრავ ხარვეზზე. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ჰაერის დაბინძურების პრობლემას.აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის უფლების დაცვას სამედიცინო მომსახურების დაბალი ხარისხი და ჯანმრთელობის უფლებით სარგებლობის სავარაუდო დარღვევებზე არაეფექტური რეაგირება აფერხებს.სახალხო დამცველის შეხედულებით ხარვეზიანია სოციალურიუზრუნველყოფისძირითადი პროგრამა - სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის საარსებო შემწეობით უზრუნველყოფა, ხოლო სათანადოკვებისდა სათანადოსაცხოვრებლისუფლებისრეალიზაციაარასრულფასოვან საკანონმდებლო ბაზასთან ერთად შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები აფერხებს.

ინფორმაციისთავისუფლების უზრუნველსაყოფად აუცილებელია მოქმედი კანონმდებლობის დახვეწა და საერთაშორისო სტანდარტებთან მათ ჰარმონიზაცია; კვლავ ხარვეზიანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვის საკანონმდებლო გარანტიები.

კონფლიქტებითდაზარალებულიმოსახლეობის უფლებების აღდგენის მიზნით, უნდა გაიზარდოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის და იქაური სტუდენტების მხარდაჭერა, გამარტივდეს რეფერალური პროგრამით სარგებლობა.

ნინო ლომჯარიამ ისაუბრა იძულებითგადაადგილებულპირთა, დევნილთა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის აუცილებლობაზე; ეკომიგრანტთა უკუმიგრაციის საფრთხეზე. გამოწვევად რჩება მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის მოთხოვნაზე ასევე, თავშესაფრისმაძიებელთადასაერთაშორისოდაცვისმქონეპირთა მიმართ უარის თქმის შემთხვევებში შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხი.

ბავშვთასიღარიბედაცხოვრებისარასათანადოდონე ქვეყანაში კვლავ უმთავრესი პრობლემაა. საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა არასრული რაოდენობაც კი საგანგაშოა და 150 186-ს შეადგენს. ხაზგასასმელია, რომ სახელმწიფო ზრუნვაში ჩართული ბავშვების 11% ბიოლოგიური ოჯახიდან სწორედ სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო პირობების გამო იქნა გამოყვანილი. გამოწვევად რჩება სკოლების ინფრასტრუქტურა და სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.

კვლავ არ არის შექმნილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტიანი მექანიზმი; ვერ ხერხდება შშმპირთა სხვადასხვა უფლებების სათანადო რეალიზება; უმნიშვნელოა დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა; უცნობია ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ შშმ ბავშვთა რაოდენობა და მათი საჭიროებები.

შემაშფოთებელია ქალთამიმართძალადობისდაოჯახშიძალადობის მასშტაბები და სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ პარლამენტი მხარს დაუჭერს შსს-ს ინიციატივას - გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად განიხილებოდეს.

დისკრიმინაციასთან დაკავშირებული საქმეების განხილამ აჩვენ, რომ ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ რჩებიან ქალები, შშმ პირები, ლგბტ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებს ყველაზე ხშირად წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში აქვს ადგილი.

სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების წინაშე მდგარი პრობლემები. აღნიშნა, რომ ხანდაზმულთა დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელია სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი; არასაკმარისია მიზნობრივი პროგრამებიც.

გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა ინიციატივით მიმართა საქართველოს პარლამენტის წევრებს და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით შესთავაზა თითოეულ დეპუტატს, თავიანთი პრიორიტეტის მიხედვით, შეარჩიონ მინიმუმ ერთი რეკომენდაცია და ჩაუდგნენ სათავეში საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებით მისი შესრულების მონიტორინგს საკანონმდებლო ცვლილებების, თუ პოლიტიკური დისკუსიის ინიცირების გზით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტართა ინდივიდუალური მხარდაჭერა საგრძნობლად გაზრდის ადამიანის უფლებების დაცვის წარმატების შანსს.

მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველმა პარლამენტართა შეკითხვებს უპასუხა.

სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის მიერ წარდგენილი სახალხო დამცველის ანგარიშის შესრულების შესახებ დადგენილების პროექტი დაამტკიცა, რომელშიც სახალხო დამცველის 303 რეკომენდაციიდან 229 რეკომენდაციაა ასახული.

19.07.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)