ახალი ამბები

სახალხო დამცველი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს შეხვდა

2024 წლის 7 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანს და აღმასრულებელ დირექტორს გიორგი ჭეხანს შეხვდნენ.

ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სახალხო დამცველის და ადვოკატთა ასოციაციის საქმიანობის პრიორიტეტები, მიმდინარე რეფორმები, ასევე საქართველოში მართლმსაჯულების გამოწვევები.

მხარეები სასამართლოში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის ასამაღლებლად სამომავლო თანამშრომლობაზეცშეთანხმდნენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)