ახალი ამბები

სახალხო დამცველი აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა

2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აფხაზეთში დაპატიმრებული ირაკლი ბებუას ოჯახის წევრებს შეხვდა და მათგან მოისმინა ინფორმაცია პატიმრის ჯანმრთელობის პრობლემებსა და პატიმრობის არასახარბიელო პირობებზე.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის უწყებას გაატარონ ქმედითი ღონისძიებები ირაკლი ბებუას ჯანმრთელობისა და საპატიმრო პირობების გასაუმჯობესებლად; ასევე, აპარატი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გაუწევს მონიტორინგს მის მდგომარეობას.

ირაკლი ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის ცხრა წლიანი პატიმრობა და ფულადი ჯარიმა მიუსაჯა.

ბებუამ, 30 სექტემბერს, როცა სეპარატისტული რეგიონი „დამოუკიდებლობის და გამარჯვების დღეს“, აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაეწვა სცადა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)