ახალი ამბები

სახალხო დამცველი ქუთაისის ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში მაცხოვრებლებს შეხვდა

2024 წლის 1 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქუთაისში, ყოფილი სამხატვრო აკადემიის შენობაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

ოჯახები 12 წელზე მეტია ცხოვრობენ შენობაში, სადაც არ არის კანალიზაცია, ტუალეტი, ბუნებრივი აირი. საცხოვრებელ ოთახებში ჩამოდის წვიმა, ფანჯრების უმეტესობა ჩამტვრეულია. მოსახლეობის თქმით, ჭერიდან პერიოდულად ბათქაშის დიდი ზომის ნატეხები ცვივა, აივნების ნაწილს კი მოაჯირი არ აქვს.

როგორც სახალხო დამცველთან საუბარში განაცხადეს, მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს სოციალურ საცხოვრისში გადაყვანის მოთხოვნით, თუმცა ოჯახების უმრავლესობამ კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა და უკვე წლებია ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად მინიმალური საცხოვრებელი პირობების გარეშე ცხოვრობენ.

სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს სხვადასხვა ობიექტებზე შესახლებული მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მოთხოვნით რეკომენდაციებით მიმართავს, როგორც ადგილობრივ თვითმმართველობებს, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას. სათანადო საცხოვრისის უფლების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს თავის ყოველწლიურ საპარლამენტოანგარიშში

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)