ახალი ამბები

სახალხო დამცველი მიხეილ სარჯველაძესა და ნიკო თათულაშვილს შეხვდა

2024 წლის 31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს მიხეილ სარჯველაძესა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი და გამოკვეთილი პრიორიტეტები განიხილეს.

მხარეებმა თანამშრომლობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)