ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოს შიტოკაი კარატე-დოს ფედერაციის საბაზისო კლუბის მოსწავლეებს შეხვდა

2023 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს შიტოკაი კარატე-დოს ფედერაციის საბაზისო კლუბის მოსწავლეებს შეხვდა.

კლუბის ერთ-ერთი მოსწავლე საქართველოს კარატეს ეროვნული ნაკრების სახელით მონაწილოებას მიიღებს ათენში (საბერძნეთში) გამართულ სარეიტინგო ტურნირში - „სერია ა“. კლუბის კადეტ-იუნიორი და ახალგაზრდები ევროპის ჩემპიონატზეც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც თებერვალში თბილისშია დაგეგემილი.

სახალხო დამცველმა მოსწავლეებს წარმატება უსურვა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კლუბის ხელმძღვანელებმა და მოსწავლეებმა სახალხო დამცველს შიტოკაი კარატე დოს ფედერაციის სახელით პირველი დანის საპატიო სერტიფიკატი და სამახსოვროდ იაპონიის შიტო-რიუ კარატე-დოს ფედერაციის მიერ გამოგზავნილი შავი ქამარი გადასცეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)