ახალი ამბები

სახალხო დამცველის მოადგილე სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა

2024 წლის 10 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანა კვაჭაძე სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდნენ და სახალხო დამცველის, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმის მანდატი და ფუნქციები განიხილეს, ასევე სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციის შემთხვევებთან დაკავშირებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარუდგინეს.

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირთან ინტეგრაციისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის საკითხების გასაცნობადიმყოფებიან.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)