ახალი ამბები

საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ კომუნიკაცია

საქართველოს სახალხო დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მორიგი კომუნიკაცია წარუდგინა საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.

კომუნიკაცია ეხმიანება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2023 წლის მარტის გადაწყვეტილებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2022 წლის დეკემბერსა და 2024 წლის აპრილში წარდგენილ სამოქმედო გეგმებს და აფასებს საქმის აღსრულების მიზნით მთავრობის მიერ გატარებულ ზოგად ღონისძიებებს.

კომუნიკაციაში განხილულია შემდეგი საკითხები:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის შემცირება 30-დან 10 დღემდე და ამ ცვლილების შესაძლო ნეგატიური გავლენა არასათანადო მოპყრობისგან თავისუფლებააღკვეთილი პირების დაცვასა და არასათანადო მოპყრობის დადგენაზე;
  • საქართველოს პროკურატურის რეფორმის საჭიროება და ამ კუთხით არსებული გამოწვევები. კერძოდ, გენერალური პროკურორის არჩევის წესი, საპროკურორო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები, პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობა.
  • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატისა და საქმიანობის ხარვეზები.

საქმის „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ აღსრულების ხელშესაწყობად კომუნიკაციაში ასევე გაცემულია რეკომენდაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)