ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების უფლებრივი მგომარეობის მონიტორინგის ინსტრუმენტების დახვეწაზე

2019 წლის 5-6 მარტს ევროპის საბჭოს პროექტის „თავისუფლებააღკვეთილ პირთა ფსიქიკური ჯანდაცვის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების უფლებრივი მგომარეობის შემოწმების ინსტრუმენტების შემუშავებას და დახვეწას.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის (დეპარტამენტის), სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, შშმ პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები, ექსპერტი ჯანდაცვის სფეროში და ექსპერტ-ფსიქიატრი.

სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფი მადლობას უხდის ევროპის საბჭოს გაწეული დახმარებისთვის. შეხვედრის დროს შემუშავებული მონიტორინგის ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად დაეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს პენიტენციურ სისტემაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)