ახალი ამბები

სამუშაო შეხვედრა სტამბოლის კონვენციის იმპლემენტაციის შესახებ

2018 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაში: „სტამბოლის კონვენცია – იმპლემენტაციის ერთი წელი საქართველოში“.

სამუშაო შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციების, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის განხორციელების პროცესზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის მოადგილემ მისასალმებელ სიტყვაში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კონვენციის რატიფიცირებასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა მისი განხორციელების ხელშეწყობა, მათ შორის უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესების გზით. ამასთან, ხაზი გაუსვა სახალხო დამცველის რეკომენდაციებს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)