ახალი ამბები

სახალხო დამცველი სპეციალური საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს შეხვდა

2018 წლის 7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პარლამენტის წევრს და სპეციალური საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს სერგი კაპანაძეს და კომისიის წევრს ელენე ხოშტარიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანი დავით სარალიძის მკვლელობის გამოძიების მიმდინარეობა, საგამოძიებო კომისიის მუშაობის გეგმები და პრიორიტეტები, სახალხო დამცველისა და კომისიის თანამშრომლობისა და კოორდინაციის საკითხები.

„ჩვენ არამხოლოდ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საგამოძიებო კომისიასთან, რომლისგანაც სრული გამჭვირვალობის დაპირება მივიღეთ, არამედ დავაკვირდებით და შევაფასებთ კიდეც მის მუშაობას“, – განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ და აღნიშნა, რომ ორი დამოუკიდებელი ჯგუფის მიერ საქმის პარალელურად შესწავლა მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საკითხის სიღრმისეულად განხილვისა და გამოძიების ხარვეზების დასადგენად.

7.06.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)