ახალი ამბები

სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ნომერი ღამის საათებში დროებით იცვლება

გუშინ, 2018 წლის 5 ივნისს მომხდარი მიწისძვრის შედეგად სახალხო დამცველის აპარატში საგრძნობლად იმატა უკვე არსებული ბზარების მოცულობამ და გარკვეულ ადგილებში ჩამოიშალა კედლების ნაწილი. მომეტებული საფრთხიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა ღამის საათებში ცხელი ხაზის ოპერატორების შენობიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. რამდენიმე დღის განმავლობაში ოპერატორები სერვისს დისტანციურად განახორციელებენ.

მივმართავთ მოქალაქეებს, 18:00 საათიდან 9:00 საათამდე, ასევე არასამუშაო დღეებში, ცხელი ხაზის ნომრის 1481 - ის ნაცვლად დაგვიკავშირდნენ ნომერზე - 598083006.

სახალხო დამცველი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ტექნიკური შეფერხება დროულად იქნება აღმოფხვრილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)