ახალი ამბები

სახალხო დამცველის მიმართვის შედეგად საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეს განაცდური ხელფასი აუნაზღაურა

სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებას – სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე მოქალაქისთვის 20 ათას ლარამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ და იმედოვნებს, რომ მომავალშიც ხშირი იქნება ასეთი წარმატებული თანამშრომლობის მაგალითები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან.

ნ.ბ. 2015 წლის 26 მარტის ბრძანების საფუძველზე გაათავისუფლეს სამსახურიდან. მან სიღნაღის რაიონულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც 2015 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ.ბ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა; რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო თბილისის უზენაესმა სასამართლომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.

აღნიშნულის მიუხედავად, 2018 წლის 28 თებერვალს საგარეჯოს მერმა ნ.ბ.-ს მიმართ განაცდური ხელფასის ანაზღაურებაზე უარის შესახებ ბრძანება გამოსცა.

ნ.ბ.-მ სახალხო დამცველს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით განცხადებით 2018 წლის 9 მარტს მიმართა.

2018 წლის 21 მაისს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტისა და კახეთის ოფისის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გაიზიარა სახალხო დამცველის თანამშრომლების სამართლებრივი დასაბუთება და გამოთქვა მზადყოფნა აღესრულებინა სასამართლო გადაწყვეტილება ნ.ბ.-სთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)