ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა

2018 წლის 30–31 მაისს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის მე-20 საიუბილეო კონფერენციაზე. მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართული ღონისძიების თემა იყო – „ომბუდსმენთა ინსტიტუტი როგორც სოციალური, კულტურული და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებათა დამცველი“.

კონფერენციაზე სახალხო დამცველის მოადგილე მოხსენებით წარსდა, რომელიც შეეხებოდა საქართველოში ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს და სახალხო დამცველის საქმიანობას ამ უფლების დაცვის განსახორციელებლად.

თამარ გვარამაძემ ასევე მონაწილეობა მიიღო ხმელთაშუა ზღვის ომბუდსმენთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის სხდომაში და დაესწრო მაკედონიის რესპუბლიკის ომბუდსმენის 20 წლისთავისადმი გამართულ სპეციალურ მიღებას, რომელიც მაკედონიის პარლამენტში გაიმართა.

30.05.18-31.05.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)