ახალი ამბები

სემინარი „გენდერული სტერეოტიპები მედიაში“

2018 წლის 7 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა სემინარი თემაზე „გენდერული სტერეოტიპები მედიაში“, რომელსაც ესწრებოდნენ ჟურნალისტები, მედია ექსპერტები და თემით დაინტერესებული სხვა პირები.

სემინარის მომხსენებლებმა – ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორმა ნატა ძველიშვილმა, მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა თამარ კინწურაშვილმა და ტაბულას ჟურნალისტმა ხატია ღოღობერიძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სტანდარტებზე, სექსიზმზე, გენდერულ სტერეოტიპებზე, სექსუალური შევიწროების და მსხვერპლი ქალების ეთიკურად გაშუქების საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება.

სესიების დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეები ჩაერთნენ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოისმინეს არგუმენტები და მიიღეს რეკომენდაციები მედიის გავლენებზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.

სემინარი ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)