ახალი ამბები

შეხვედრა ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინებასა და ამ გამოწვევის გადაჭრის გზებზე

2024 წლის 29 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მონაწილეობა მიიღო სახალხო დამცველთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრაში, რომელზეც ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინება და ამ გამოწვევის გადაჭრის გზები განიხილეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ადრეული ქორწინების აღმოფხვრის მიმართულებით მოქმედ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში განხორციელებულ რეგულაციებზე, ამ პრობლემის ისტორიულ და კულტურულ ასპექტებზე, განიხილეს ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში, მათ შორის სკოლებში არსებული ვითარება. ასევე, წარმოადგინეს ადრეულ/ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრისა და პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, საქართველოს მთავრობისა და ქვეყანაში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)