საინფორმაციო ბიულეტენი

ბიულეტენი - პერიოდული გამოცემა, 2014 წლის ივნისი

2014 წლის 7 ივლისს სახალხო დამცველმა გასული თვის საინფორმაციო ბიულეტენი წარმოადგინა. ბიულეტენში ფართოდ არის მიმოხილული ევროპის საბჭოში გამართული შეხვედრები, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას დაემთხვა; ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის ყოველწლიური დიალოგის მეშვიდე შეხვედრა, სადაც სახალხო დამცველმა ანგარიში წარმოადგინა საქართველოში არსებული ზოგადი ვითარების შესახებ; საუბარია ესპანეთის ომბუდსმენთან ქალბატონ სოლედად ბეჩერილთან შეხვედრაზე და გამოცდილების გაზიარებაზე.

ბიულეტენში შესულია სახალხო დამცველის მიერ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები, საქართველოს მთიანი რეგიონების პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება.

ივნისში სახალხო დამცველმა საზოგადოებას წარუდგინა სპეციალური ანგარიში ეფექტური გამოძიების საკითხებზე; შშმ პატიმართა მდგომარეობის ანგარიში და სპეციალური საინფორმაციო ნარკვევი გამყოფ ხაზზე დაკავებებისა და პატიმართა მდგომარეობის შესახებ.

წინამდებარე ბიულეტენში სიახლეა; დაემატა ახალი თავი – წარმატებული საქმეები, სადაც იხილავთ იმ საქმეებს, რომლებზეც გაგზავნილმა რეკომენდაციებმა, წინადადებებმა, მიმართვებმა თუ სხვა ღონისძიებებმა, შედეგი გამოიღო და ცალკეული ადამინებისა თუ ადამიანთა ჯგუფის დარღვეული უფლებები აღდგა.

შეგიძლიათ გაეცნოთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაგზავნილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიმართ; ინფორმაციას ღონისძიებების, შეხვედრების შესახებ; ასევე, საერთაშორისო სივრცეში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებულ სიახლეებს.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება