სიახლეები

სახალხო დამცველმა ბათუმის ტრეფიკინგის მსხვერპლთა პანსიონი და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მოინახულა

2023 წლის 18 ივლისს აჭარაში მყოფმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ ბათუმის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულება და დედათა და ბავშვთა თავშესაფარი მოინახულეს.

სახალხო დამცველი შეხვდა დაწესებულებების ადმინისტრაციას, დაათვალიერა შენობების ინფრასტრუქტურა, გაეცნო თავშესაფრის საცხოვრებელ პირობებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)