რეკომენდაციები

საინფორმაციო შეხვედრა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მხარს უჭერს საყოველთაო ვაქცინაციის პროცესს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიების განსახორციელებლად მჭიდროდ თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის არის ვაქცინაციის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი.

ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, 2021 წლის 9 ივლისს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებსა და ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია ვაქცინაციის მიმდინარეობასა და მნიშვნელობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თავისი და თავისი ახლობლების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესაც კი და აქტიურად ჩაერთონ საყოველთაო ვაქცინაციის პროცესში.

ვაქცინა გადაგვარჩენს!

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)