სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტი 2022-2025 წლების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე მუშაობს

2022 წლის 2-3 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელზეც სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის სტრატეგია და 2022-2025 წლების სამოქმედო გეგმის პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები და ძირითადი აქტივობები განსაზღვრეს.

განხილულ საკითხებს დიდი მნიშვნელობა აქვს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ეფექტური განხორციელებისთვის, ბავშვის უფლებების პოპულარიზაციისა და ქვეყანაში არასრულწლოვანთა უფლებების განუხრელად დაცვის ხელშესაწყობად.

სამუშაო შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის - საქართველოს სახალხო დამცველის შესაძლებლობების გაძლიერების ფარგლებში ჩატარდა და მას პოლიტიკის ექსპერტი ანა კვერნაძე უძღვებოდა.

4 და 5 აგვისტოს, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით, ექსპერტებმა ანა არგანაშვილმა და ანა აბაშიძემ სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთათვის გამართეს ტრენინგი, არასრულწლოვნებთან კომუნიკაციის საკითხებზე. შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის უფლებამოსილების ფარგლებში განსახორციელებელ საქმიანობაზე, მათ შორის, თავად ბავშვებთან მათზე მორგებული მიდგომებით კომუნიკაციის ასპექტებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ექსპერტების ჩართულობით, იგეგმება შიდა სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა ბავშვებთან კომუნიკაციის ასპექტებზე.

გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული აქტივობები არსებითად მნიშვნელოვანია არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის, მათზე მორგებული სისტემური მიდგომების დანერგვისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ხელშეწყობის თვალსაზრისით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)