სიახლეები

სამუშაო შეხვედრა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული სისტემური გამოწვევებისა და გაუმჯობესების გზებთან დაკავშირებით

2025 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ევროკავშირის პროექტთან - „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ თანამშრომლობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე: „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებების დაცვის მონიტორინგი: სისტემური გამოწვევები და გაუმჯობესების გზები“.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს განათლების სამინისტროს შიდა სტრუქტურული ერთეულებისა და დაქვემდებარებული სსიპ-ების წარმომადგენლებმა, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტისა და სხვა სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა.

ღონისძიება გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა ხაზი გაუსვეს განათლების სისტემაში ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელობასა და ამ მიზნით თანამშრომლობის როლს.

შეხვედრაზე სკოლებში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, სისტემური გამოწვევები და შიდა მონიტორინგის მექანიზმები განიხილეს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესაძლო გზებზე იმსჯელეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)