სიახლეები

ტრენინგი სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის ხანდაზმულ პირთა უფლებებზე

2023 წლის 28-29 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისათვის ხანდაზმულობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგზე ექსპერტებმა ნათია ფარცხალაძემ და ამირან დათეშიძემ საქართველოში ხანდაზმულობაზე და ამ პროცესის თანამდევ გამოწვევებზე ისაუბრეს. ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობა, ზრუნვის დაწესებულებების სამართლებრივი რეგულირება და მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები. ექსპერტებმა მიმოიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტები და პრაქტიკები. ტრენინგი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით და დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა.

ღონისძიება „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის საგრანტო შეთანხმების USAID-PDO პარტნიორობის პროგრამის“ მხარდაჭერით განხორციელდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)