სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა

2025 წლის 25 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ბათუმში თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს მეჰმეტ აკარჯას და თურქეთის დელეგაციის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა და მეჰმეტ აკარჯამ რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს, ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების მრავალწლიან თანამშრომლობას და ამ ურთიერთობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.

საქართველოსა და თურქეთის ომბუდსმენები უკვე წლებია ნაყოფიერად თანამშრომლობენ პენიტენციურ სისტემაში თანამდროვე ტექნოლოგიების დანერგვის, ექსტრადიციის პროცესის დახვეწის, მიგრანტთა უფლებების დაცვისა და სხვა მიმართულებებით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)