სიახლეები

სახალხო დამცველისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის შეხვედრა

2020 წლის 21 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართელოში კელი დეგნანს შეხვდა.

„ელჩს გადავუხადე მადლობა მისი პოზიტიური როლის გამო საქართველოს პოლიტიკური პროცესების, სტაბილურობის, ადამიანის უფლებების დაცვის და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერისათვის. ვისაუბრეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, წინასაარჩევნო პროცესებზე, სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებზე, მედიაგარემოზე. ელჩი განსაკუთრებით დაინტერესდა ხომ არ აწყდება სახალხო დამცველის ინსტიტუტი რაიმე ბარიერებსა თუ გამოწვევებს, თავისი საქმიანობის შესრულების პროცესში“, - განაცხადა სახალხო დამცველმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ელჩმა კელი დეგნანმა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა მონიტორინგისა და საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით მიმდინარე საქმიანობას და მზაობა გამოხატა სახალხო დამცველის აპარატის, ასევე ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)