სიახლეები

შეხვედრა მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან

სახალხო დამცველის სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, სახალხო დამცველის მოადგილეებმა თამარ გვარამაძემ და ეკატერინე სხილაძემ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა მარიამ თავდგირიძემ 2020 წლის 27 იანვარს შეხვედრა გამართეს მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხებში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან დრაჰოსლავ შტეფანეკთან.

შეხვედრაზე თამარ გვარამაძემ ელჩს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლობის მხარდაჭერით აპარატის მიერ განხორციელებულ აქტივობებისა და საქმიანობაზე მიაწოდა ინფორმაცია. ელჩმა ისაუბრა სპეციალური წარმომადგენელის მანდატსა და უფლებამოსილების ფარგლებზე, სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე. მხარეებმა საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირთა და მიგრანტთა უფლებრივ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)