თანასწორობის დეპარტამენტი

Glovo-მ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა და კურიერს აპლიკაციაზე წვდომა აღუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება Glovo-ს გადაწყვეტილებას, რომელმაც გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და მიიღო გადაწყვეტილება აღუდგინოს განმცხადებელს წვდომა Glovo-ს აპლიკაციაზე.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ „Glovo“-ს აპლიკაციაზე წვდომა შეეზღუდა, იმ მოტივით რომ კურიერების წინაშე არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრობდა და შესაბამის რეაგირებას მოითხოვდა. სახალხო დამცველისთვის წარმოდგენილ პოზიციაში კომპანია მიუთითებდა, რომ განმცხადებლისთვის აპლიკაციის დაბლოკვა მის მიერ ჩადენილი გადაცდომებით იყო განპირობებული.

საქმის შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ განმცხადებლისთვის აპლიკაციაზე წვდომის შეზღუდვა დროში დაემთხვევა მისი მხრიდან გამოხატულ განსხვავებულ მოსაზრებებს და პროფესიულ კავშირში საქმიანობას. იმის მიუხედავად, რომ „გლოვომ“ არ გაიზიარა სახალხო დამცველის მსჯელობა პლატფორმის მეშვეობით მომუშავე პირების კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებად კვალიფიკაციის თაობაზე, მისასალმებელია, რომ განმცხადებელს „გლოვოს“ აპლიკაციაზე წვდომა აღუდგა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანა კვაჭაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)