თანასწორობის დეპარტამენტი

მხარდაჭერის ინსტიტუტის რეფორმა

2022 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ზოგადი წინადადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარეს, რამდენადაც სანოტარო მოქმედებაში ჩართვის წინაპირობად ნოტარიუსმა განმცხადებელს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენა მოსთხოვა. ზოგადი წინადადებით უწყებას მოვუწოდეთ უზრუნველყოს ნოტარიუსთა მხრიდან მხარდაჭერის რეფორმის ფარგლებში განსაზღვრული სტანდარტების შესრულება, მათ შორის, აღმოფხვრას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის მოთხოვნის დისკრიმინაციული პრაქტიკა.

როგორც ნოტარიუსთა პალატიდან გვეცნობა, ზოგადი წინადადება ნოტარიუსთათვის გასაცნობად ნოტარიუსთა პალატის შიდა ვებ-გვერდზე განთავსდა. ამასთან, ქმედუნარიანობის კონცეფციის არსის განმარტების მიზნით, პალატა, სახალხო დამცველის ჩართულობით, ნოტარიუსებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა თანასწორობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა ანი სალდაძემ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)