აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველო

თბოელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქვემო ქართლის ოფისისათვის ცნობილი გახდა, რომ გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურის ტერიტორიაზე განთავსებულ ხელოვნური წყალსაცავი უბედური შემთხვევის საშიშროებას ქმნიდა.

ზაფხულის პერიოდში, მითითებულ წყალსაცავში, რომელიც კერძო ტერიტორიას წარმოადგენს, მოსახლეობა იყენებდა საცურაოდ, ადგილზე არსებული გამაფრთხილებელი აბრა კუსტარულად იყო დამზადებული და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სხვა ზომები მიღებული არ იყო. გარდა ამისა, წყალსაცავები არ იყო შემოღობილი, რაც საფრთხეს ქმნის როგორც მაცხოვრებლებისთვის ასევე მათ შინაურ ცხოველებსაც. წლების განმავლობაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეების გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

აღნიშნულ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა შესაბამის უწყებებს, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ზომების მიღების მიზნით, რის შემდეგაც მოხდა აღნიშნულ ადგილებზე პირველ რიგში, შესაბამისი სტანდარტების გამაფრთხილებელი აბრების განთავსება და შემდგომ კი, ტერიტორიის შემოღობვა.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მურადხან გუსეინოვმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)