რეგიონული სამმართველო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება

სახალხო დამცველის აპარატს მომართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ი.ა.-ს მშობელმა. მის ონკოპაციენტ შვილს, სრულწლოვნების ასაკის მიღწევის გამო, შეუწყდა ონკოლოგიურ დაავადებათა მქონე პაციენტთათვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მედიკამენტის მიწოდება. მძიმე ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამკურნალო პრეპარატით ი.ა.-ს მუდმივი უზრუნველყოფა ოჯახისთვის ხელმიუწვდომელი იყო.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა მიაწოდა ინფორმაცია მძიმე დაავადების მქონეთა პაციენტთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის შესახებ. ასევე, მუნიციპალიტეტის მერიასთან კომუნიკაციით გაეწია კონსულტაცია პროგრამაში ჩასართავად საჭირო პროცედურისა და დოკუმენტაციის შესახებ.

მუნიციპალიტეტში განცხადებით მიმართვის შემდეგ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ი.ა. ჩაერთო მუნიციპალურ პროგრამაში და უზრუნველყოფილია საჭირო პრეპარატით.

აღნიშნულ საკითხზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)