რეგიონული სამმართველო

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი გ.ხ. ჯანმრთელობისა და ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე საჭიროებდა უფასო ეტლს.

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელმა გაუწია კონსულტაცია ეტლის მისაღებად განაცხადით სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვისა და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ. ასევე, ინფორმირებული იქნა სააგენტოს წარმომადგენელი დაბა მესტიაში. განხორციელებული რეაგირების შედეგად გ.ხ. უზრუნველყოფილია ეტლით.

აღნიშნულ საკითხზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)