რეგიონული სამმართველო

სოციალური დახმარება

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა უმუშევარი, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედის გ. გ.-ს მძიმე ეკონომიური პირობების შესახებ, რომელიც არ იყო ინფორმირებული სოციალური დახმარების სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების შესახებ.

აპარატის თანამშრომლის მიერ გაწეული კონსულტაციის შედეგად მიმართა განაცხადით მუნიციპალიტეტის მერიას და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

სააგენტოს თანამშრომლის მიერ, ადგილზე გასვლით მდგომარეობის შესწავლა-შეფასების საფუძველზე, გ.გ.-ს ოჯახი ჩართული იქნა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების სახელმწიფო ქვეპროგრამაში.

მუნიციპალიტეტის მერიამ ჩართო არასრულწლოვანთა სასკოლო ინვენტარით უზრუნველყოფის მუნიციპალურ პროგრამაში.

აღნიშნულ საკითხზე იმუშავა დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ირინე გურჩიანმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)