რეგიონული სამმართველო

სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფა

სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა ცაგერის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირის თ. ლ.-ს სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი. კერძოდ, სახლი, რომელშიც ცხოვრობდა აღნიშნული პირი არასრულწლოვან შვილთან ერთად, იყო საცხოვრებლად უვარგისი, დაზიანებული ჰქონდა სახურავი, საძირკველი, კედლები და არსებობდა მათი ჩამონგრევის საფრთხე. შესაბამისად, მათ ცხოვრება უწევდათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში. ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი და არ ჰქონდათ ეკონომიური შესაძლებლობა საცხოვრებელი პიროებების გასაუმჯობესებლად. ისინი საჭიროებდნენ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ადეკვატურ დახმარებას (საქმე N5388/19).

სახალხო დამცველის აპარატის აქტიური და ხანგრძლივი კომუნიკაციით მოქალაქესთან და შესაბამის ორგანოებთან, თ. ლ.-ს მიერ შევსებულ იქნა შესაბამისი განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე, თუმცა საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენჯერმე განხორციელდა წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიასთან და სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტოსთან. აღნიშნულის შედეგად მოძიებული იქნა საცხოვრებელი სახლი ცაგერის მუნიციპალიტეტში და ამჟამად თ. ლ. უზრუნველყოფილია სათანადო საცხოვრებლით.

აღნიშნულ საქმეზე იმუშავა სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა თამთა ჩეჩელაშვილმა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)