ახალი ამბები

ქართული ჟურნალისტიკის დღე

21 მარტს საქართველოში, ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქართული მედიის წარმომადგენლებს ქართველ ჟურნალისტთა დღეს ულოცავს და მათ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას უსურვებს.

სახალხო დამცველი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს თავისუფალი და კრიტიკული მედიის არსებობის მნიშვნელობას ქვეყანის დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში და მიუთითებს ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე დაიცვას ჟურნალისტთა უფლებები, არ დაუშვას მათ საქმიანობაში ჩარებისა და ხელშეშლის ფაქტები.

ქართული ჟურნალისტიკის დღედ 21 მარტი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს 1993 წელს. სწორედ 1819 წლის 8 მარტს, ახალი სტილით 21 მარტს გამოვიდა პირველი ქართული გაზეთის პირველი ნომერი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)