ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ესტონეთის ელჩს შეხვდა

2021 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესტონეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში ქალბატონ რიინა კალიურანდას შეხვდა.

შეხვედრაზე ნინო ლომჯარიამ ელჩს სახალხო დამცველის აპარატის მანდატი გააცნო და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტის საქმიანობა და მნიშვნელობაზე განიხილა. ასევე, ისაუბრეს თვითმმართველობის საარჩევნო პროცესებზე. სახალხო დამცველმა თავისი დამოკიდებულება გამოხატა 5 ივლისის და სხვა, ბოლო დროს ქვეყანაში ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პროცესებისთვის საზიანოდ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

დასასრულს ესტონეთის ელჩმა სახალხო დამცველს ესტონეთის ომბუდსმენის მხრიდან გულთბილი მოკითხვა გადასცა და ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველ ინტიტუტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)