საქართველოს სახალხო დამცველი ევროპარლამენტის დეპუტატს შეხვდა
2018 წლის 21 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ევროპარლამენტის დეპუტატს ანა გომეს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ნინო ლომჯარიამ მოკლედ მიმოიხილა სახალხო დამცველის ინსტიტუტის თანამშრომლობის საკითხები საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმის შედეგები; სასამართლო სისტემაში განხორციელებული რეფორმები. ასევე ისაუბრეს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე და საარჩევნო კამპანიების მიმდინარეობაზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ადამიანის უფლებების მძიმე მდგომარეობაზე. მათ შორის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური დისკრიმინაციასა და ეთნიკურად მოტივირებულ დანაშაულებზე მართლმსაჯულების არაღსრულების პრობლემაზე.