ახალი ამბები

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

2023 წლის 3 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს დუნია მიატოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე მიმოიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ზოგადი მდგომარეობა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრება-მანიფესტაციის უფლების რეალიზების საკითხები. ისაუბრეს მედიათავისუფლების, უფლებადამცველთა და ჟურნალისტების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე; ხაზი გაუსვეს უმცირესობათა უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს.

საუბარი შეეხო, ასევე, ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)