ახალი ამბები

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს შეხვდა

2021 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია და სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ნიკო თათულაშვილს შეხვდნენ.

სახალხო დამცველმა შეხვედრაზე ადამიანის უფლებების სტრატეგიის შემუშავების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების და დაინტერესებული პირების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ის საკითხები გააცნო, რაც სახალხო დამცველის აზრით, აუცილებლად უნდა იყოს ახალ სტრატეგიაში ასახული.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ერთობლივი სამომავლო თანამშრომლობა განიხილეს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)