ახალი ამბები

სახალხო დამცველი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2023 წლის 2 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა და სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა მიმოიხილეს, ხაზი გაუსვეს ევროპასთან ინტეგრაციის საკითხს და 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესს.

სახალხო დამცველმა აპარატის საქმიანობაზე, მიმდინარე პროექტებზე, ასევე, 2023-2030 წლების ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმის დეტალებზე ისაუბრა.

ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი ინსტიტუციის განსაკუთრებულ როლს არსებული პოლარიზაციის პირობებში, მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებების მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობისთვის და იმედი გამოთქვა რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)